ირაკლი კობახიძე სტუ-ს რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება
კონსულტაციები ირაკლი კობახიძესთან დაიწყო - მთავრობის ადმინისტრაციაში ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები და რექტორი მივიდნენ.
შეხვედრას კობახიძის გარდა ესწრება გივი მიქანაძეც.
შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი.
გურგენიძის განცხადებით, კობახიძეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას გააცნობენ, უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით.
მივდივართ პრემიერ-მინისტრთან, რომელთან იქნება დიალოგი. წარვუდგენთ, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას. ასევე, საინჟინრო დარგების კლასიფიკაციას“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
- გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებას გეგმავს. 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე "ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ორივე უნივერსიტეტის რექტორებთან კონსულტაციით მიიღეს. მისი თქმით, გაერთიანებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი კონსულტაციები და სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი.