არასერიოზულია - როგორ შეხვდა პატიმარი მელია რიგით მეოთხე ბრალს

09.02.26 17:20
არასერიოზულია - როგორ შეხვდა პატიმარი მელია რიგით მეოთხე ბრალს

ნიკა მელიასთვის "არასერიოზულია" რიგით მეოთხე ბრალდება, რომელიც მას საგამოძიებო უწყებამ რუსთავის ციხეში რამდენიმე წუთის წინ წარუდგინა. 

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერისთვის პოზიცია "პირველების" ეთერში ადვოკატმა  გიორგი კონდახიშვილმა გაახმოვანა. 

საერთოდ არ აღიქვამს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს და არც სხვა საქმეებს სერიოზულად. გასაგებია ყველაფრი, საუბარია 10 ნოემბრის ეპიზოდზე, 5 თვის თავზე გადაწყვიტეს, რომ ნიკას მორიგი ბრალი წაურდგინონ. საუბარია მოსამართლის შეურაცხყოფაზე, თუმცა, აღნიშნულ პროცესზე ვიმყოფებოდით ყველა და მსგავსი არაფერი გაგვიგია, რომ ნიკას შეურაცხყოფა მიეყენებინოს. თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარია ერთი რამ - ნიკა იყო უკანონოდ გატაცებული, თვეების განმავლობაში ყველა ინსტანციაში ვასაცივრებდით და ვითხოვდით, რომ მოეწოდებინათ ჩვენთვის საქმის მასალები, რის საფუძველზე დააკავეს მელია, წაართვეს პირდაი ნივთები, მანქანიდან მოგლიჯეს ვიდეო ჩამწერი მოწყობილობები  და არა თუ ადვოკატებს ადვოკატებს არ გვავნობეს ამ დაკავების შესახებ, არამედ, თვეების განმავლობაში აღნიშნული საქმე სასამართლოში არ მიიტანეს. 10 ნოემბერს, 2 პოლიციელი მოვიდა სასამართლოში და მოსამართლეს იმის ნაცვლად, რომ დაედგინა სიმართლე და რეაგირება მოეხდინა აღნიშნულ უკანონობაზე, ნიკა დააჯარიმა 5 ათასი ლარით. აღნიშნულ საქმეზე საუბარი და შემდეგში ამას მისცეს სამართლებრივი რეაგირება"- თქვა ადვოკატმა.

გიორგი კონდახიშვილი ვარაუდობს, რომ 5 თვე გამოძიებას "პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის" სჭირდებოდა. მისივე თქმით, საქმის მასალებში არ ჩანს, რომ თორნიკე ქოჩქიანი ამ საქმეზე გამოკითხულია. 

5 თვის თავზე მიიღეს სავარაუდოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ნიკას მორიგი ბრალდება წარუდგინონ. ეს არც პირველი და არც უკანასკნელი. მათ არ სურთ, რომ ნიკა იყოს თავისუფლებაზე, არ სურთ, რომ პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც აქვს მოტივაცია, ასხივებს ხვალინდელის იმედს, რომელსაც აქვს გეგმები, გამოვიდეს გარეთ.

საქმეში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გადმოგვცეს, დევს სასამართლოს სხდომის მდივნის, ასევე მანდატურების და რამდენიმე პირის ჩვენება. მოსამართლე არ არის გამოკითხული, ასეთი პრაქტიკაა, რომ მოსასმართლეს მსგავს საქმეებზე არ ჰკითხავენ. ბრალში საუბარია, რომ ნიკამ მოსამართლე ქოჩქიანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც ითვალისწინებს ბრალდებას 366-ე  მუხლის მეორე ნაწილით.  მსგავსი ქმედებისთვის ნიკა უკვე არის მსჯავრდებული და წელიწადი და 6 თვე აქვს მისჯილი. მე ამას მხოლოდ ერთ რამეს ვუკავშირებ- იმდენად მხნედ არის ნიკა, გეგმავს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას, ყოველთვიური ბრალდებებით ცდილობენ მის ფსიქოლოგიურ სტრესში ჩაგდებას. ის საერთო არ აღვიქვამს ამას, როგორც სმაართლებრივ პროცესს. მისი სიტყვებით მინდა გადმოგცეს, ახლადდანიშნული მოსამართლე, რომელიც ყველაფერზე თავლს ხუჭავს და უპირობოდ იღებს 2 პოლიციელის აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას და ნაცვლად იმის, რომ სიმართლე დაედგინა, ნიკას აჯარიმებს, ასეთ მოსამართლეს იგი საერთოდ არ აღიქვამს მოსამართლედ და არც ამ ბრალდებას სერიოზულად"- აღნიშნა უფლებადამცველმა.

ოპოზიციის ლიდერი უნდობლობას უცხადებს სასამართლოს და არ აპირებს დაესწროს სხდომას, სადაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე იმსჯელებენ. მელია არ გამოცხადეება სასამართლოში ხვალაც, სადაც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პროცესი უნდა გაიმართოს: 

არ გავა თვე რომ ახალი ბრალდება, ახალი ჯარიმა, ხვალაც არის საბოტაჟის პროცესი, სადაც ნიკას ბრალდება აქვს წარდგენილი. ნიკა არ აპირებს ამ პროცესზე მისვლას, რადგან მიიჩნევს, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი და იგი არ აპირებს ამ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობას. მისი განმარტებით, რაც არ უნდა ბრალდება წაურდგინო და მის დათრგუნვას ეცადნენ, პირიქით, კონტრპროდუქტიულად მოქმედებს მასზე"- დასძინა გიორგი კონდახიშვილმა.

ნიკა მელიას ბრალდება სასამართლოს უპატივცემულობას ედავება. მუხლი 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ხვალ ასევე ჩანიშნულია ე. წ. საბოტაჟის საქმის პროცესიც - მელია ამ საქმეშიც ბრალდებულის სტატუსს ატარებს.

4 ბრალი ერთ წელიწადში: 

  1.  მსჯავრდადებულია წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე.
  2. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე მისჯილი აქვს 1,5 წლით პატიმრობა.
  3. მელიას ბრალი აქვს წაყენებული ე.წ. საბოტაჟის საქმეზე.
  4. ბრალი წაუყენეს თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფის საბაბით.

მსგავსი სიახლეები