"თუ მან სწორად გააჟღერა ეს პოზიცია, ალბათ, მის გვერდით ბევრი ადამიანი დადგება" - წილოსანი ხუნდაძეზე

09.02.26 18:37
"თუ მან სწორად გააჟღერა ეს პოზიცია, ალბათ, მის გვერდით ბევრი ადამიანი დადგება" - წილოსანი ხუნდაძეზე

"თუ მან სწორად გააჟღერა ეს პოზიცია, ალბათ, მის გვერდით ბევრი ადამიანი დადგება" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. 

ის "ხალხის ძალის" ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, დღეს "ქართული ოცნება" ერთგულ ადამიანებს არ აფასებს. 

დიმიტრი ხუნდაძე არის პოლიტიკოსი და მან ჩათვალა, რომ ის საკითხი, რომელზეც მან ისაუბრა, იყო მნიშვნელოვანი და მტკივნეული ბევრი ადამიანისთვის. ის თავად არის 2012 წლიდან ";ქართული ოცნების" წევრი იყო და შესაძლოა, მასში ეს საკითხი საკმაოდ მწვავედ იდგა თავის დროზეც და ახლაც, მან გაასაჯაროვა. ამიტომ, ამ კონსპირაციებში, რომ ვინ დგას მის უკან, მე ვფიქრობ მარტივი ახსნა შესაძლოა უფრო სწორი იყოს, რომ მან დაინახა ის პრობლემა, რომ ადამიანები, რომლებიც 2012 წელს "ქართული ოცნების" რიგებში იდგა, გარკვეულწილად, არ არიან კარგად დაფასებულები. თუმცა ეს მისი მოსაზრებაა და რა თქმა უნდა, მას როგორც ოპოზიციას აქვს ამ საკითხის მწვავედ დასმის უფლებაც და შესაძლებლობაც. 

თუ მან სწორად გააჟღერა ეს პოზიცია და საჭირო საკითხი წამოწია, ალბათ, მის გვერდით ბევრი ადამიანი დადგება," - განაცხადა ნინო წილოსანმა. 

ცნობისთვის, ივანიშვილის სანდო კაცი ირაკლი კობახიძესთან ღია დაპირისპირებაში შევიდა. დიმიტრი ხუნდაძემ სამთავრობო არხის ეთერიდან დაუფარავად თქვა, რომ დღეს "ქართული ოცნება" ერთგულ ადამიანებს არ აფასებს. ხალხი კი ვინც პარტიას 2012 წლიდან მოყოლებული გვერდით უდგას დაუფასებელია. ხუნდაძეს ამბობს, რომ "ქართული ოცნებისთვის" არა ერთგული ხალხი, არამედ მოწინააღმდეგეთა რიგებიდან გადმობირებულები უფრო ფასობს. 

მსგავსი სიახლეები