ვინ დგას "ოცნებაში" ამბოხებულების უკან?

09.02.26 20:34
ვინ დგას "ოცნებაში" ამბოხებულების უკან?

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი პასუხისმგებლობას სრულად იხსნის და დიმიტრი ხუნდაძეს მოუწოდებს დაასახელოს იმ პირების გვარები, ვინც ფიქრობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ერთგულება ვერ დაუფასა. შიდა პოლიტიკური სკანდალისგან დღეს კალაძე დისტანცირდა. 

ირკვევა, რომ ხუნდაძე ერთადერთი არაა, ვინც პარტიაზეა განაწყენებული. "ხალხის ძალის" დეპუტატები, რომლებიც ოპოზიციის იმიტაციას ქმნიან, ამბობენ, რომ ასეთი მათ რიგებში ბევრია. ვინ აღმოჩნდა ბორტს მიღმა, ვინც ივანიშვილის გუნდთან ერთად იბრძოდა გვარებს არ ასახელებენ, თუმცა არც უკან იხევენ და ამტკიცებენ, რომ "ოცნებას" მხარდამჭერები ყურადღების მიღმა დარჩა.

კობახიძემ შაბათს მოსთხოვა დიმიტრი ხუნდაძეს, იმ ხალხის გვარების დასახელება, ვისაც "ოცნებისთვის" ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბრძოლა არ დაუფასდა, სია ამ დრომდე არ ჩანს, თუმცა "ოცნების" რიგებში ფიქრობენ, რომ ხუნდაძე ამ თემას შეთხვევით არ გამოიტანდა, ფაქტია საკითხი შიდა საუბრებით ვერ დალაგდა და საჯარო დისკუსიის საგანი გახდა.  

ვინც "ქართული ოცნების" სისტემური მოწყობა იცის, ამბობს, რომ ასეთი წამოძახილები შემთხვევით არ ჩნდება. ეს სავარაუდოდ, ივანიშვილის თამაშია, რომელმაც გადაწყვიტა მისი ოჯახის ექიმი კობახიძის ფლანგის ოპონენტად აქციოს. 

დეტალებით ინა ცარციძე

მსგავსი სიახლეები