ფხაკაძე ვერ პასუხობს კითხვას, გააიაფებს თუ არა მისი კომპანია ბენზინის ფასს
"ვისოლ ჯგუფის" ვიცე პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ვერ პასუხობს კითხვას, გააიაფებს თუ არა მისი კომპანია ბენზინის ფასს.
მისი განმარტებით, საწვავის ღირებულება დამოკიდებულია ლარის კურსსა და საერთაშორისო ფასებზე. ფხაკაძე ხაზს უსვამს, რომ სწორედ ბიზნესი აძლიერებს ეკონომიკას და სხვაგვარად ქვეყანა წარმატებული ვერ იქნება.
თუ რამე შეგვიძლია, მაგას გავაკეთებთ, მაგამ მაგაზე არ არის საუბარი. ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესს წესიერად, სამართლიანად, სამართლებრივ ჩარჩოებში. ასე ვაკეთებდით ყოველთვის და გავაკეთებთ მომავალში. ყველაფერი არის ძალიან ნორმალურად, კარგად, მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას.
საწვავთან დაკავშირებით ჩვენ მილიონჯერ გვაქვს ნათქვამი, ეს დამოკიდებულია საერთაშორისო ფასებზე და ლარის კურსზე. საერთაშორისო ფასები თუ მიდის ზემოთ, ფასები ძვირდება საწვავზე შიდა ბაზარზე და პირიქით. იყო შეხვედრა, მე ვფიქრობ, ძალიან კონსტრუქციული და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა ვთქვით. მე ერთი რა ვიცი, რომ ბიზნესი არის, რაც ზრდის ეკონომიკას და ძლიერი ეკონომიკის გარეშე არცერთი ქვეყანა არ იქნება წარმატებული, - ამბობს სოსო ფხაკაძე.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ფასების რეგულირებისთვის "სადისტრიბუციო ქსელი" შეიქმნას. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ივანიშვილის გუნდის შიგნით ფასების შემცირების გზების ძიებასთან დაკავშირებით მსჯელობა გრძელდება.