"მე არ ვიქნები მიუნხენის კონფერენციაზე" - კობახიძე

10.02.26 12:52
"მე არ ვიქნები მიუნხენის კონფერენციაზე" - კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ივანიშვილის გუნდმა მიუნხენის კონფერენციაზე მოსაწვევი მიიღო. 

კობახიძის თქმით ის პირადად არ დაესწრება კონფერენციას, თუმცა "ოცნება" წარმომადგენელს გაგზავნის. 

მე არ ვიქნები მიუნხენის კონფერენციაზე, მთავრობამ მიიღო მოსაწვევი და მთავრობის წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე, ჩვენი წარმომადგენელი იქნება მიუნხენის კონფერენციაზე. რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოდგენილი, ამაზე მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება," - განაცხადა კობახიძემ.