მოთმინებით ველოდებით აშშ-ის პოზიციას... [მოთმინება] არასდროს ამოგვეწურება - კობახიძე

10.02.26 13:04
მოთმინებით ველოდებით აშშ-ის პოზიციას... [მოთმინება] არასდროს ამოგვეწურება - კობახიძე

მოთმინებით ველოდებით აშშ-ის პოზიციას - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, მოთმინება როდის ამოგეწურებათ?, ირაკლი კობახიძე პასუხობს: "არასოდეს".

ჩვენ მთავარი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული. ღიად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით, ვთქვით, რომ მზად ვართ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. - ამბობს კობახიძე აშშ-თან ურთიერთობებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.