ბადრი ჯაფარიძე: თუ რამე ძირს უთხრის ჩვენს ქვეყანას, ამის მსგავსი პროცესებია

10.02.26 13:14
ბადრი ჯაფარიძე: თუ რამე ძირს უთხრის ჩვენს ქვეყანას, ამის მსგავსი პროცესებია

 

 

საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი ლიდერის პროცესი იწყება - ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სხდომას მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი გახსნის.

სასამართლოში უკვე მივიდნენ ის ბალდებული პოლიტიკოსები, რომლებიც ამჟამად თავისუფლებაზე არიან. როგორც "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, სწორედ ამგვარი საქმეები უთხრის ძირს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას.

  • დღევანდელ სასამართლო პროცესს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დაესწრება. როგორც ადვოკატი ამბობს, ის სასამართლოს ჯანმრთელობის ცნობას წარუდგენს. 

თუ რამე ძირს უთხრის ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოებრიობას ზიანს აყენებს, არის ამის მსგავსი პროცესები. ეს რაღაცა სიახლეა, როდესაც პოლიტიკოსები დააჯგუფეს და ჯგუფურად გვასამართლებენ. ეს არის დიდი ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები