ჩემი სახელი და გვარი, ცარიელი ფურცელი და 15 წელი არის ამ საქმეში - ვაშაძე
ჩემი სახელი და გვარი, ცარიელი ფურცელი და 15 წელი არის ამ საქმეში - "სტრატეგი აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმეში მის წინააღმდეგ პროკურატურას ერთი მტკიცებულებაც არ აქვს.
მისი თქმით, "ოცნება" აღნიშნული სისხლის სამართლებრივი დევნა ოპოზიციონერეი ლდიერების წინააღმდეგ ბრძოლის გასაჩერებლად და მათ გასაჩუმებლად წამოიწყო.
ეს საქმე რაზეა იცით, რომ ჩვენ გავაჩეროთ ეს ბრძოლა, რომ ჩვენ უარი ვთქვათ სამართლიანობისთვის ბრძოლაზე. რომ ჩვენ გავჩუმდეთ, რომ უარი ვთქვათ ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ჩემი სახელი და გვარი, ცარიელი ფურცელი და 15 წელი არის ამ საქმეში. პროკურორს კითეთ, აი კონკრეტულად ჩემზე რა დევს საქმეში, ორი მტკიცებულება დაასახელოს. რომ ამბობენ, მოსმენები, ჩანაწერები. ერთი მაინც მოიტანოს ჩემი მოსმენა, ან აუდიო ჩანაწერი. არც შეხვედრები არ დევს ჩემი, მოწმეებიც კი არ ჰყავთ, არავინ არ ჰყავთ", - ამბობს ვაშაძე.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.