მელიას ახალი ბრალი: "მტკიცებულება ექსპერტიზისთვის უვარგისია"

10.02.26 13:56
მელიას ახალი ბრალი:  "მტკიცებულება ექსპერტიზისთვის უვარგისია"

ნიკა მელიას ახალი ბრალი - ადვოკატის თქმით, საქმის მასლებში ჩადებული მთავარი აუდიო-ვიდეო მტკიცებულება ექპერტიზისთვის უვარგისია.

სახელმწიფო ბრალდებას პროცესზე დღეს სწორედ ის ექსპერტი ჰყავდა მიყვანილი, რომელმაც საქმეში არსებული მთავარი მტკიცებულება შეისწავლა.

უფლებადამცველის თქმით, ექსპერტი ამბობს, რომ აღნიშნული ჩანაწერით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ იყო მოქალაქე, რომელმაც სხდომათა დარბაზში მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ადოკატ გიორგი კონდახაშვილის თქმით, ოპოზიციონერ ლიდერს, ფაქტობრივად, ბრალს რამდენიმე პირის მოხსენებითი ბარათების საფუძველზე უყენებენ, რაც დაცვის მხარისთვის კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ნიკა მელია პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. 

ჩვენ გადმოგვეცა ექსპერტიზის დასკვნა. მოგეხსენებათ, ამ საქმეში არაფერი დევს გარდა რამდენიმე პირის მოხსენებითი ბარათისა და ისმის ძალიან მოკლე მონაკვეთში ერთი ფრაზა, რომელზე დაყრდნობითაც, იქ არც ნიკა მელია ჩანს აღნიშნულ ვიდეომასალაში და ისმის მრავალ ფრაზებს შორის ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც, ასე ვთქვათ, ბრალად შეერაცხა ნიკას, რომ ამის გამო ეს იყო მოსამართლის შეურაცხყოფა. თუმცაღა, დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს უკვე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამბობს, რო აღნიშნული წარმოდგენილი მასალა არის უვარგისი და აღნიშნული ფრაზის მიხედვით ვერ დადგინდება მისი წარმომათქმელი პირი, შესაბამისად, არის უვარგისი, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დადგინდეს, მონტაჟია თუ არა, აქვს თუ არა ხარვეზი და შესაბამისად, ექსპერტიზამ განაცხადა, რომ წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერის შესაბამისად, ვერ დავადგენთ ვის მიერ არის წარმოთქმული ეს ფრაზა.

გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ 4 თვის წინანდელ საქმეზე პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ნიკას წაუყენოს ბრალდება, საქმეში არ არსებობს მის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულება და ფაქტობრივად, გამოდის, რომ მოხსენებით ბარათების საფუძველზე პოლიტიკურ ლიდერს კვლავ უყენებენ ბრალს და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ნიკასთან მიმართებით მორიგ ჯერზე ხორციელდება პოლიტიკური ანგარიშსწორება ხელისუფლების მხრიდან, - ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი. 

"მოსამართლის შეურაცხყოფის საბაბით", პროკურატურამ გუშინ, 9 თებერვალს, პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიას ახალი, რიგით მეოთხე ბრალი წარუდგინა, რომელიც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.