40 ტომიან საქმეში სად ვარ ნახსენები? ლენინის 40 ტომი შემეძლო მომეტანა იგივე წარმატებით - ნიკა გვარამია
40 ტომიან საქმეში სად ვარ ნახსენები? - ასე მიმართა სასამართლოს ე.წ. საბოტაჟის სამქეზე ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, ნიკა გვარამიამ.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა საქმე ლენინის ტომეულებს შეადარა - "ლენინის 40 ტომი შემეძლო მომეტანა იგივე წარმატებით".
გვარამია ამბობს, რომ საქმის მასალებში არის მხოლოდ ორი წინადადება, სადაც ის არის ნახსენები.
პირველი საქმე არ არის ჩემი და პირველი საქმე არ არის, რომელიც ვიცი. მიშას საქმე ვიცი, ჩემი საქმე ვიცი, საოცრებებია, მაგრამ ეს საქმე, დედას ვფიცავარ, 40 ტომი რომ არის, ვეძებე ქვემდებარე ნიკა გვარამია შემასმენლით( იდგა, ყვიროდა) ჩადის დანაშაულს, ვერ ვიპოვე…
40 ტომში არის სულ ორი წინადადება, სადაც ნახსენები ვარდისპოზიციის ზმნის გარდა, არსებობს რომ სხვა ზმნა არ იძებნებოდეს? არსებობს უზმნო წინადადებები? …. სად ვარ ნახსენები? სად მიმტკიცდება, რომ რაიმე გავაკეთე? სანამ ეს არ ვიცი, მტკიცებულებებთან დაკავშირებითაც არ ვიცი. ლენინის 40 ტომი შემეძლო მომეტანა იგივე წარმატებით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.