რაღაცაზე თავი რომ დაიცვა, ხომ უნდა იცოდე, რას მედავებიან? - გიორგი ვაშაძე
რაღაცაზე თავი რომ დაიცვა, ხომ უნდა იცოდე, რას მედავებიან? - ასე მიმართა სასამართლოს ბრალდებულმა გიორგი ვაშაძემ. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა თქვა, რომ მასზე კონკრეტულად ტომეულებიან სამქეში არაფერი წერია.
ბრალი რომ შემომიტანეს ვერ გავიგე, რას მედავებიან, გადმომცეს 100 ტომი საქმე, უამრავი და ვერაფერი ვიპოვე ჩემთან დაკავშირებული. რაღაცაზე თავი რომ დაიცვა, ხომ უნდა იცოდე, რას მედავებიან? კონკრეტულად ჩემი ბრალი… თუ ამომიკითხავთ, რა არის მოცემული? კონკრეტულად… კონკრეტულად ზოგადად წერია სამყაროში რა ხდება, წერია ზოგადად.
მე ინდივიდუალურად არ უნდა ვიცოდე, რა ქმედებას მედავებიან?” - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.