გიგა ავალიანის დედის პირველი რეაქცია პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებზე

10.02.26 15:55
გიგა ავალიანის დედის პირველი რეაქცია პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებზე

 

 

"აი, რა მაყვირებდა, გიგა [ავალიანი] იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება პროიკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს ბილისში მოკლული მასწავლებლის დედა. 

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც სავარაუდოდ დაკავებულების მიერ ძალადობის მსხვერპლები გახდნენ. 

"ამას რატომ ითმენდით დიდ დიღომში" - წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში. 

სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა, იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატო გეძინათ? თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი. მე ვიცოდი როგორი შვილი მყავდა, ამიტომ არ დავიხიე უკან, მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები და ხალხო მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ იმათ რატომ არ იყვირეს? ხომ გადარჩებოდა ჩემი გიგა?... რატო ითმენდით? რატო ითმენდით? რატო?" - ამბობს ეკა კუპატაძემ ვიდეომიმართვაში. 

განახლება:

ეკა კუპატაძე "TV პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე საქმის ყველა ფიგურანტი ციხეში არ აღმოჩნდება. 

ჯერ კიდევ არავის გვეგონოს ის, რომ ბრძოლა დამთავრდა. ვიცოდი, რომ გამოყოფილ საქმეში ბევრი რამე აღმოაჩინეს, ამის შინაგანი მოლოდინიც მქონდა იმიტომ, რომ გიგა ავალიანს, ამ სპეტაკ ბიჭს, ამ უმწიკვლო ბიჭს ასე მარტივად ვერ მოკლავდნენ. 

ძებნიაურმა ჩაფარცხა ეს საქმე ლუკა გამყრელიძესთან ერთად, იაგო ტალახაძესთან ერთად... მაგან შეიყვანა გამოძიება ჩიხში, მაგან შეიყვანა ლუკა გამყრელიძე შეცდომაში, მაგრამ არ ეკადრებოდა პროკურორს, მაგან შეიყვანა პოლიციის უფროსი შეცდომაში, არ ეკადრებოდა პოლიციის უფროსს," - ამბობს ეკა კუპატაძე. 

გიგა ავალიანის საქმეზე გამოძიების მიერ გამოვლენილი ახალი გარემოებების შესახებ გახდა ცნობილი. პროკურატურის თქმით, მოკლული მასწავლებლის საქმეზე ბრალდებული სამი პირი, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სხვა დანაშაულებრივ ფაქტებშიც ფიგურირებენ, რის გამოც მათ ბრალი დაუმძიმდათ. 

პროკურატურის განცხადება ვრცლად ნახეთ აქ

ფოტო: რადიოთავისუფლება