პანიკაში მყოფი რუსული ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს საბჭოთა მეთოდებით ებრძვის - კოალიცია "ცვლილებისთვის"

10.02.26 16:15
პანიკაში მყოფი რუსული ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს საბჭოთა მეთოდებით ებრძვის - კოალიცია "ცვლილებისთვის"

 

 

პოლიტიკოსების მიმართ წარდგენილი ახალი, უსამართლო და გამოგონილი ბრალდებების კასკადი მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ეშინია რეჟიმს თითოეული მათგანის სულისკვეთების და გაუტეხლობის, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. 

მათი თქმით, "ოცნების" ხელისუფლება საბჭოთა მეთოდებით ცდილობს საზოგადოებაში შიშის დათესვას და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას. 

ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გაარჯვებამდე!, - განაცხადეს კოალიციის წევრებმა ბრიფინგზე. 

პოლიტიკოსების მიმართ წარდგენილი ახალი, უსამართლო და გამოგონილი ბრალდებების კასკადი მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ეშინია რეჟიმს თითოეული მათგანის სულისკვეთების და გაუტეხლობის. პანიკაში ყოფი რუსული ხელისუფლება საბჭოთა მეთოდებით ცდილობს ოჯახის წევრებში თანამებრძოლებში, თანამოაზრეებში, თითოეულ ჩვენგანში დათესოს შიში და სასოწარკვეთილებში ჩაგვაგდოს.

ბატონ ანზორ მელიას გუშინდელი განცხადება ჩვენთვის იყო ძალიან ემოციური და მადლობას ვუხდით ბატონ ანზორს მისი საუკეთესო პოზიციისთვის. ჩვენ რუსული ოცნების წევრებისგან, მათი მაშობლებისგან განსხვავებით, გვაქვს ემოციები და ხანდახან ვტირით კიდეც, როდესაც სამშობლოს და ჩვენს სახელწიფოს ბედს ეხება საქმე. 

მივმართავთ ორივე ნიკას, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას მშობლიური სამეგრელოდან და მათთან ერთად მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პატიმარს და მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს იმისთვის, რომ გვაძლევენ ციხიდან მაგალითს. ჩვენ გვჯერა, გვეამაყება და გვეღიმება იმ ახალ ბრალდებებზე, რომელსაც ორი დღეა ვისმენთ. 

ბრძოლა ბოლომდე, ნიკებო და ბრძოლა გამარჯვებამდე!

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები