გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლოს ესწრება

10.02.26 16:10
გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლოს ესწრება

სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ესწრება - სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. 

ცნობილაი, რომ ბრალდების მხარე აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებული მაღალჩინოსნის საქმეზე საგამოძიებო ვადის გახანგრძლივებას მოითხოვს. მოსამართლე ასევე განიხილავს ლილუაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობს. სახელმწიფო ბრალდება ლილუაშვილის ისევ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექს-მაღალჩინოსანს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.