ოპოზიციონერების საქმეში ზელენსკისა და არახამიას საიტის დათვალიერების ოქმები დევს
8 ოპიზიციონერი ლიდერის საქმეში ვოლოდიმერ ზელენსკისა და დავით არახამიას საიტის დათვალიერების ოქმები დევს - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა.
კორძაძემ სასამართლო დარბაზში პროკურორებს ჰკითხა, რას ეძებდნენ სხვა სახელმწიფოს ლიდერების გვერდებზე და რაში შეიძლება გამოყენებულიყო აღნიშნული ოქმები ე.წ. საბოტაჟის საქმეში.
ადვოკატმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროკურორების იდენტურ ბრალდებებზე.
მამუკა ხაზარაძე კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ,ოსო ხირდან არ ყოფილა ძალადობისკენ მოწოდება.
ამ საქმეში დევს ზელენსკისა და არახამიას საიტის დათვალიერების ოქმი, რომელიც საქმესთან სამართლებრივად კი არა ლოგიკურადაც კი ვერ დავაკავშირე. რატომ მოხდა ზელენსკისა და არახამიას საიტის დათვალიერების ოქმი საქმეში ან რას ეძებდა საგამოძიებო უწყება უცხო ქვეყნის სახელმწიფო პირების საიტებზე და რა უნდა გენახათ ისეთი, რომ დაგეკავშირებითან საბოტაჟთან, მე ამაზე ვერ მოგახსენებთ.სხვადასხვა პროკურორი, სხვადასხვა დროს ბრალდებას წარუდგენს ნიკა გვარამაის და ბადრი ჯაფარიძეს და წერტილი და მძიმეც კი ერთი და იგივე აქვს. რა ალბათობა არსებობს ამისი, რომ ორ სხვადასხვა პროკურორს ორ სხვადასხვა პოლიტიკოსს ბრალდებას წარუდგენს და წერტილ-მძიმე არ შეეშალოთ", - ამბობს ადვოკატი ზვიად კორძაძე.
ადვოკატების პოზიცია, რომ ისინი წარმოდგენილ საქმის მასალებში ვერ აიდენტიფიცირებენ მტკიცებულებებს, რომლებიც მათი დაცვს ქვეშ მყოფებს ეხებათ. მათი შეფასებით, დარბაზში ბრალდებულებს სამ სხვადასხვა საქმეზე ედავებიან, თუმცა ისინი მაინც ერთად სხედან და განხილვაც ერთად მიდის.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფოტო სასამართლოდან სოციალურ ქსელში ვრცელდება.