აუდიტი გორის მერიაში ავტომანქანების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტებს სწავლობს
გორის მერიის შიდა აუდიტმა შეამჩნია, რომ გორის მერიაში ადგილი აქვს ავტომანქანების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტებს - ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აუდიტი ითხოვს, რომ სრულფასოვანი კონტროლის მიზნით ყველა ავტომანქანაზე დამონტაჟდეს GPS სისტემა.
დასკვნის მიხედვით დაწესდება „შემოვლის ფურცლები“, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს.
მონიტორინგის ანგარიშით გამოჩნდება, რამდენად მიზნობრივად იყენებენ ავტომანქანებს. ზოგიერთ აიპში არ გააჩნიათ გონივრული მიდგომა ავტომანქანების გამოყენებასა და საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით.'' - წერია დასკვნაში.
Qartli.ge-ს ცნობით, შიდა აუდიტის დასკვნა საკრებულოს წევრებს უკვე დაურიგეს. მისი განხილვა უახლოეს სხდომაზე მოხდება.