კობახიძე უარყოფს, რომ კარტერულ გარიგებაზე საუბრისას ყოფილ თანაგუნდელებს გულისხმობდა
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სავარაუდო ე.წ. კარტერულ გარიგებასთან დაკავშირებით საუბრისას ყოფილი თანაგუნდელები არ უგულისხმია. ამის შესახებ მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
"ოცნების" პრემიერს ისრები ისევ ბიზნესისკენ გადააქვს და იმეორებს, რომ მაღალი ფასები "ეჭვს" ბადებს.
აქ არაფერ შუაში არიან თანამდებოის პირები. შეიძლება, ყოფილიყო ბიზნესსუბიექტებს შორის გარკვეული კარტერული გარიგებები, რაზეც, რა თქმა უნდა, მტკიცებითი ფორმით ვერ ვისაუბრებ, ამაზე შეიძლება, კონკრეტულმა უწყებებმა რაიმე ინფორმაცია მოგაწოდონ, მაგრამ ზოგადად, ეჭვს აჩენს მაღალი ფასები, ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია, გითხრათ. რა შუაშია თანამდებობის პირები? ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან რთული იქნება გარკვეული რეგულაციების დაწესება უშუალოდ მარკეტების რაოდენობასთან დაკავშირებით, თუმცა ამის პრაქტიკაც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, აგრამ ჩვენს შემთხვევაში ალბათ რთული იქნება, - ამბობს კობახიძე.