8 პოლიტიკური ლიდერი საბრალდებო სკამზე - 7 საათიანი პროცესის დეტალები

10.02.26 20:07
8 პოლიტიკური ლიდერი საბრალდებო სკამზე - 7 საათიანი პროცესის დეტალები

არჩევნებში მონაწილე ყველა პროდასავლური პოლიტიკური პარტიის ლიდერი ერთ საქმეზე, ბრალდებულის სტატუსით, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეკრიბეს. 

დღევანდელ სხდომაზე განსასჯელის სკამზე 8 პოლიტიკური ლიდერიდან 5 იმყოფებოდა. სხდომის მიმდინარეობისას დარბაზში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლე ბუგიანიშვილი მესამე პრეზიდენტის ვინაობის დადგენას ცდილობდა. პროცესის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს სხდომიდან გაძევებითაც დაემუქრნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მესამე დარბაზი ოპოზიციის ლიდერების მხარდამჭერებით იყო გადავსებული. სხდომაზე ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების ნაწილი ვერ შევიდა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმის განხილვა 50-კაციან დარბაზში მიმდინარეობდა.

ბრალდებულმა პოლიტიკოსებმა დღევანდელ პროცესზე პროკურატურისგან განმარტებები მოითხოვეს, თუ რა მტკიცებულებებს ეყრდნობა ბრალდება.

საქმეში არსებული მტკიცებულებების საკითხზე კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ დევნა უნდა შეწყდეს, რადგან საქმეში არ არსებობს არც ფარული ჩანაწერი და არც სხვა მყარი მტკიცებულება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის წინააღმდეგ.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები