უნდოდათ ყველა ერთად დავესვით და ივანიშვილს ენახა, ყველას ერთად რომ ასამართლებს, მაგრამ არ გამოუვიდათ - ჯაფარიძე

10.02.26 19:41
უნდოდათ ყველა ერთად დავესვით და ივანიშვილს ენახა, ყველას ერთად რომ ასამართლებს, მაგრამ არ გამოუვიდათ - ჯაფარიძე

ამ წლების განმავლობაში, ვერავინ ვერ ნახავს ვერცერთ კადრს არა თუ ძალადობის მოწოდებაზე, არამედ იმაზე, რომ ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებდე საერთოდ, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესებით „ოცნებას“ უნდა ყველა პოზიციონერი ლიდერი ერთად დასვან და ივანიშვილს აჩვენონ, როგორ ასამართლებენ, თუმცა, არ გამოუვიდათ.

ჯაფარიძის თქმით, მათი მიზანია, რომ ამ ქვეყანამ გაწყვიტოს ყველანაირი კომუნიკაცია და ყველანარი ძაფი დასავლეთთან.

რისი გაკეთებაც უნდოდათ იყო, რომ ყველა ერთად დაესვათ და დაედოთ ეგ სურათი, რომ ივანიშვილს ენახა, რომ ყველას ერთად ასამართლებს, ეგ სურათი არ გამოვიდა, რადგან ვიღაცები პროცესზე არ მოვიდნენ, ვიღაცები საქართველოში არ არიან. ძირითადი მიზანი არის, რომ ამ ქვეყანამ გაწყვიტოს ყველანაირი კომუნიკაცია და ყველანარი ძაფი დასავლეთთან, რადგან ყველასთვის გასაგებია, რომ როცა ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი ზის განსასჯელის სკამზე, ნული შანსი არსებობს იმის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს და აღადგინოს ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობა. როდესაც მორჩება ომი უკრაინაში, და მორჩება ოდესღაც, საქართველო დასუსტებული, იოლი ლუკმა გადასაყლაპად, დახვდეს რუსეთს. საქართველო, რომელსაც არ ექნება თავდაცვა, უსაფრთხოება, არ ეყოლება არანაირი მეგობარი დასავლეთიდან, არავინ ხმის ამომღები არ იქნება, როდესაც ჩვენ გადაგვყპალავს რუსეთი, რაც მას უკვე გაუკეთებია უკანასკნელი 2 საუკუნის განმავლობაში, ეს არის მიზანი ყველა ამ პროცესის, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.