„ოცნება“ პოზიციებს არ ცვლის: პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ იგეგმება

10.02.26 21:01
„ოცნება“ პოზიციებს არ ცვლის: პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ იგეგმება

პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულთა გათავისუფლება არ იგეგმება - „ქართული ოცნება“ პოზიციებს არ ცვლის. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლების მიზანი პოლარიზაციის შემცირებაა, თუმცა არ საუბრობს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც დაპირისპირების მიზეზების აღმოფხვრას უკავშირდება. მისი თქმით, საზოგადოებრივი დაპირისპირება დასრულდება იმ შემთხვევაში, თუ ყველა პატიმარი ციხეში დარჩება.

ამ ფონზე, ერთ წელზე მეტია მოქალაქეები ე.წ. სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. დაკავებულთა ნაწილს სასჯელის მოხდამდე რამდენიმე თვეღა აქვს დარჩენილი და ვადაზე ადრე გათავისუფლება ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან შერიგების ნაბიჯად განიხილებოდა, თუმცა დღეს გაირკვა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდოთ. არსებული მონაცემებით, ქვეყანაში სინდისისა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პირთა რაოდენობა 130-ს აჭარბებს.

ირაკლი კობახიძე კანონის უზენაესობაზე საუბრობს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რატომ არ დამდგარა პასუხისმგებლობა ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების მიმართ. პარალელურად, იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან, ივანიშვილის პარტიამ პარლამენტში დაჩქარებული წესით და ერთი პარტიის მხარდაჭერით კანონმდებლობა არაერთხელ გაამკაცრა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.