პოლიტიკური დევნის მორიგ წრეზე არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე - ლევან სამუშია

10.02.26 21:26
პოლიტიკური დევნის მორიგ წრეზე არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე - ლევან სამუშია

პოლიტიკური დევნის მორიგ წრეზე არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, - ამის შესახებ ადვოკატმა, ლევან სამუშიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში, რომელსაც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ედავებიან, სამართლებრივად არაფერი წერია და ეს არის ქაღალდების გროვა, რომელიც დანომრილია ტომებად.

სამართლებრივად არაფერი წერია, ეს არის ქაღალდების გროვა, რომელიც დანომრილია ტომებად. არის საქმის მასალები განაჩენ დადგმულ სისხლის სამართლის საქმიდან. არა თუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არსებობს.

ეს არის მორიგი პოლიტიკური დევნა, რაც ეს ადამიანები პოლიტიკაში შემოვიდნენ, დღე არ მახსოვს, პოლიტიკური დევნის ქვეშ არ ყოფილიყვნენ. ყველა ერთადაა და ჩაყრილია საქმეები, რომელსაც ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. 

საქმე არის კატასტროფული მოცულობის, მიუხედავად აბსურდულობისა. სადმე საქმე თუ დაწყებულა, პოლიტიკურად მოტივირებული, უმეტესობამ ამ საქმეში მოიყარა თავი. სამართლებრივად სამარცხინოა ეს ყველაფერი, გავა წლები და სამართალწარმოების ისტორიაში ეს ერთ-ერთი უდიდესი ლაქა იქნება. ასეთი საქმეები ქვეყანას ხევს უკან,- განაცხადა ლევან სამუშიამ.

მისივე თქმით, ყველა კანონიერი, სამართლებრივი მეთოდებით იბრძოლებენ ბოლომდე.