აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რეგიონული ვიზიტი საქართველოს გარეშე - კობახიძე ოფიციალურ განმარტებას ელოდება

10.02.26 21:35
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რეგიონული ვიზიტი საქართველოს გარეშე - კობახიძე ოფიციალურ განმარტებას ელოდება

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან აშშ-ის ოფიციალური პოზიციის მოლოდინი გრძელდება. ეს იყო მისი ერთადერთი პასუხი რეგიონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გარეშე მიმდინარეობს. ივანიშვილის პრემიერმა კონკრეტულ განმარტებებს თავი აარიდა და დასმულ კითხვებზე დამატებითი კომენტარი არ გააკეთა.

როგორც ირკვევა, ირაკლი კობახიძე სკეპტიკურად აფასებს მიხეილ ყაველაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მილანში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან გამართული მოკლე კომუნიკაციის შედეგიანობაზე და აცხადებს, რომ ურჩევნია ოფიციალური განმარტება უშუალოდ აშშ-ის მხრიდან მოისმინოს.

ამ ეტაპზე ვაშინგტონი საჯარო კომენტარს არ აკეთებს ყაველაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია ბოჭორიშვილის განცხადებებზე, რომელთა მიხედვითაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან არსებულ ურთიერთობებს ნანობს.

ამ ფონზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონული ვიზიტის ფარგლებში სომხეთიდან აზერბაიჯანში გადაინაცვლა, საქართველოს სახელის ხსენების გარეშე.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.