აწი ვერ ნახავთ ჩემ თვალებზე ცრემლს, ნიკას მე დავუდგები ბოლომდე - ანზორ მელია
აწი ვერ ნახავთ ჩემ თვალებზე ცრემლს, ნიკას მე დავუდგები ბოლომდე, ბოლომდე ყველაფერში, - ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.~
ანზორ მელია აპირებს, ნიკას ნაცვლად იაროს რაიონში და სოფლებში შეხვედრებზე.
მისი თქმით, პოლიტიკაში ყოფნას არ გეგმავს, თუმცა, შვილს გვერდში აუცილებლად დაუდგება, სხვანაირად არ შეუძლია, რადგან ის ციხეშია.
აწი ვერ ნახავთ ჩემ თვალებზე ცრემლს, ნიკას მე დავუდგები ბოლომდე, ბოლომდე ყველაფერში. აი, ეხლა რომ დაიწყება მაგათი შემოვლები რაიონებში, სოფლებში და რაღაცეები, ნიკას მაგივრად წავალ და დავდგები. პოლიტიკაში არ ჩავერთვები, ნიკას დაუდგები გვერდით. ნიკას უნდა დავუდგე, სხვანაირად არ შეიძლება, შვილი ციხეში იყოს და ვისთვის იბრძვის ნიკა. მას არაფერი არ აკლდა, ხომ მართალია? არც ბინა, არც საკვები, არც მანქანა, ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ არა, ნიკა არის სასწაული ბიჭი. ახლა მაგრად ვარ, ნიკა, არ შეშინდე, ჩემი იმედი გქონდეს და დედაშენის. კანონმორჩილი მშობლები ვართ, მაგრამ, ეს შეუძლებელია, რაც ამათ გააკეთეს. ნუთუ მშობლები არ ჰყავთ, შვილები არ ჰყავს, ვინ იგონებს ამას, მე მგონია, რომ ამათი ფანტაზიის შედეგი არ არის, ეს არის უფრო რუსული აგენტურის დირექტივა. იციან ბრწყინვალედ რუსებმა, რა უნდა გააკეთონ,- განაცხადა მელიამ.