თუ ერთი-ერთზე დავრჩებით რუსეთთან, ძალიან მძიმე მომავალი მოგველის, მათ შორის ივანიშვილსაც - გოგლა ჟვანია
დღეს ისინი არიან ქალაქში, რომლის 80 პროცენტი მათი წინააღმდეგია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ვერ იტანს “ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ გოგლა ჟვანიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის გუნდში ამას გრძნობენ და სხვა გზა არ რჩებათ, ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ.
ჟვანია საქართველოში რუსულ ინტერესებზეც საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთო თავის იმპერიულ ინტერესებს არ ფარავს, უბრალოდ დღეს, ომიდან გამომდინარე, ჩვენთვის არ სცალია.
შესაბამისად, წავლენ ყველა მეთოდზე, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, ჩვენ კი უნდა დავუპირისპირდეთ მათ ორგანიზებულად..... როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იზოლაციაზე, იზოლაცია უბრალოდ ცუდი კი არ არის, ერთია, რომ ცუდია დიქტატურა, ჩვენ რომ ვიყოთ ლათინოამერიკაში, ან სხვა ადგილას და არ იყოს რუსეთის ფაქტორი, ეს უბრალოდ ცუდი მოვლენა იქნებოდა და დროებითი, რადგან ყველაფერი ცუდი ოდესღაც სრულდება, მაგრამ როდესაც აქ არის რუსული ინტერესები, ნუ ჩვენ რეგიონზე და თავის იმპერიულ ინტერესებს რუსეთი არ ფარავს, ეხლა უბრალოდ დღეს ჩვენთვის რუსეთს არ სცალია იმიტომ რომ ძალიან რთულ ვითარებაში არიან, ომიდან გამომდინარე, რომ დასრულდეს ომი და რა ვიცი ეხლა რუსეთი ასე თუ ისე შედარებით ჯანსაღად გამოვიდეს ამ ომიდან, ერთი - ერთზე დავრჩებით რუსეთთან და ძალიან მძიმე მომავალი მოგველის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს. თუ ბიძინა ივანიშვილი ერთი-ერთზე დარჩება რუსეთთან, ისინი დიდხანს აღარ აცოცხლებენ როგორც რამზან კადიროვი არ აცოცხლეს, ვითომ მათი ერგული ასე ვთქვათ და მერე მისი შვილი დასვეს, ის მოკლეს და შვილი დასვეს. ეს მეთოდია რუსების გამოგიყენებენ, მერე ჩაგანაცვლებელი და მეთოდები საკმაოდ არაჰუმანური აქვთ,- განაცხადა გოგლა ჟვანიამ.