სუს-ი: მდინარაძე აშშ-ში იმყოფებოდა

11.02.26 10:45
სუს-ი: მდინარაძე აშშ-ში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს,  რომ უწყების ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფებოდა. 

სუს-ი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ სამუშაო ვიზიტი 7-10 თებერვალს შედგა. 

უწყებაში აღნიშვავენ, რომ მდინარაძე შეხვდა კოლეგას, საუბარი კი უსაფრთხოებას შეეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების სამსახურს ვიზიტის/შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა არ გაუვრცელებია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. 
შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა",- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.