კითხვა უნდა დაისვას, როდესაც კომპანიები ზედმეტ ფასნამატს ადებდნენ, ხომ არ მფარველობდნენ მათ "ოცნების აქტორები" - ეკონომისტები

11.02.26 12:01
კითხვა უნდა დაისვას, როდესაც კომპანიები ზედმეტ ფასნამატს ადებდნენ, ხომ არ მფარველობდნენ მათ "ოცნების აქტორები" - ეკონომისტები

ეკონომიკის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კონკრეტულ კომპანიებს ზედმეტი ფასნამატის დადების საკითხში თავად "ქართული ოცნების" აქტორები მფარველობდნენ. გიორგი ხიშტოვანი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება "ღრმად კორუმპირებულია" და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ეს ასპექტი მათი მხრიდან ყურადღების მიღმა განგებ რჩებოდა. 

ეს კომპანიები ფორმალურ დონეზე, ქაღალდზე არ იყვნენ და არ არიან ზემომგებიანები და მიუხედავად ამისა თუ ისინი, დავუშვათ, და ზედმეტ ფასნამატს ადებდნენ პროდუქტს, კითხვა, მინიმუმ, შეიძლება, დაისვას, ხომ არ იყო აქ ჩართული სხვადასხვა პოლიტიკური აქტორი "ქართული ოცნების" მხრიდან, რომელიც მფარველობდა ამ ბიზნესებს და უწევდა მათ არაფორმალურ მხარდაჭერას. ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა, სისტემა, პარტია არის ღრმნად კორუმპირებული და შესაბამისად, ეს ასპექტი რჩება "ქართულ ოცნებას" ყურადღების მიღმა, არ გამოვრიცხავ, რომ შეგნებულად, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი. 

ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც ფასების ხელოვნურად დაკლებას შეიძლება, მოჰყვეს. 

რაც შეეხება თვითონ ფასების მოკლებას ან ფასების დასტაბილურებას, ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერიოდში კონკრეტული დარგიდან გაიკრიფება მოგება, იმიტომ, რომ ვერ გააჩერებს, თუ ეროვნულმა ბანკმა, პირდაპირი მნიშვნელობით, არ გააჩერა თავისი მანქანა ფულის ბეჭდვის, ვერ გავაჩერებთ ფასების ზრდას, შესაბამისად, ამ სექტორებიდან გაიკრიფება მოგება და სავარაუდოდ, ვნახავთ მერე დეფიციტს, როგორც კვერცხზე მოხდა და მარკეტებიდან გაქრა, ასევე ხარისხის დაბლა დაწევას და უფრო უარესსაც ვნახავთ, მერე, შესაძლოა, ეს ფასები არავის გაახსენდეს და ვნახავცთ ჩრდილოვან სექტორს, სადაც იატაქვეშეთი წარმოებით იქნება დაკავებული ეს ბიზნესები, რომლებიც კარგად დალაგედბიან ხელისუფალთან და ვნახავთ ასევე ყველაზე მანკიერ მოვლენას - ეს არის კორუფცია, - ამბობს  ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი.

კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ ბიზნესებს მოუწოდებს, ნუ შეეშნდათ და ფასების ზრდის მიზეზებზე ხმამაღლა ისაუბრონ. მისი თქმით, ფასების ეალური კლება შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური მიდგომით და საგადასახადო ტვირთის შემცირებით.  

ბიზნესმაც უნდა გამოიღვიძოს, უნდა დაძლიოს ის შიში, რა შიშიც აქვს, გასაგებია, რომ რომელიმე ბიზნესმენმა რომ ხმამაღლა ილაპარაკოს, მას შიში აქვს შემოსავლების სამსახური შემოვა, სუსი შემოვა, ანუ ამის პრაქტიკა ხომ უკვე არსებობს, როდესაც მოლაპარაკებაზე იჯდა ბიზნესი, მაშინ სუპერმარკეტებში შევიდნენ სუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმა ხმა უნდა ამოიღოს, უნდა გათავისუფლდეს შიშისგან. ჩვენ, პოლიტიკური პარტიები ვიცავთ ბიზნესს, ვიცავთ საქართველოს მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ ვიძახით ხმამაღლა, რომ ფასების კლება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კომპლექსური მიდგომით და მხოლოდ და მხოლოდ საგადასახადო ტვირთის შემცირებით, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს ფასების კომისიის სხდომა გაიმართება. გაძვირებულ ფასებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს დღეს ხორც-პრდუქტების, რძის და კვრეცხის ადგილობრივი მწარმოებლები უპასუხებენ.