მოსმენა ჰელსინკის კომისიაში - რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას

11.02.26 12:21
მოსმენა ჰელსინკის კომისიაში - რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას

ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე მოსმენას "მნიშვნელოვანს" უწოდებენ ოპოზიციაში. ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ გზავნილები კრიტიკული იქნება, რადგან ტრამპის ადმინისტრაციამ კარგად იცის, ვისთან თანამშრომლობს ივანიშვილის ხელისუფლება და როგორ ირღვევა საქართველოში ადამიანის უფლებები. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურბულენტურ, გეოპოლიტიკურ დროში საქართველოს საკითხი კვლავ არის წინ და განიხილება კონგრესში, წარმომადგენლობით პალატაში ჰელსინკის კომისიაზე, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად იცის და განსაკუთრებით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ, რომ საქართველო თანამშრომლობს ისეთ რეჟიმებთნ, როგორიც არის რუსეთი, როგორიც არის ირანი და საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა და ადამიანის უფლებების კონტექსტში მხოლოდ და მხოლოდ აქებს რუსეთი და ჩვენ ვნახეთ გაეროს ყოვეწლიური მოხსენების წარდგენისას როგორ შეაქო რუსეთმა მათ შორის სანქცირებული დარახველიძე. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენი საკითხის განხილვა, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

ამავე აზრს იზიარებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი. პოლიტიკოსის თქმით, აღნიშნული კომისია ტრამპის ადმინისტრაციას აჩვენებს, რომ "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობების დალაგება სარისკოა. 

ჰელსინკის კომისია ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ სისტემური დანაშაულისთვის, რომელსაც "ქართული ოცნება" სჩადის წლების მანძილზე და  ჰელსინკის კომისიაში გაჟღერდება ის, რომ "ქართული ოცნება" არ არის სანდო პარტნიორი სწორედ იმიტომ, რომ ის არღვევეს ადამიანის უფლებებს და აქ არ არსებობს თავისუფალი ნება საზოგადოების, არც მედია, რომელიც თავისუფლად გამოხატავს აზრს, იზღუდება ნებისმიერი პროდასავლური მოქმედება, როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე პოლიტიკური პარტიების, ამიტომ ეს კომისია, ტრამპის ადმინისტრაციას აჩვენებს იმას, რომ "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობების დალაგება არის სარისკო, ვინაიდან არასდროს ეცოდინება ტრამპის ადმინისტრაციას, რას მოიმოქმედებს რუსული რეჟიმი, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი. 

„ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ - დღეს აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. სხდომა ვაშინგტონში საქართველოს დროით ღამის 11 საათზეა დაანონსებული. ამერიკელი კანომდებლები  იმსჯელებენ ხალხის სავარუდო ქიმიური იარაღით მაოწამვლის და სისხლიანი ნოემბრის დარბევებზეც.