რა მისიით იმყოფებოდა მამუკა მდინარაძე შტატებში - შალვა პაპუაშვილის კომენტარი
რა მისიით იმყოფებოდა მამუკა მდინარაძე შტატებში - ეს კითხვა "პირველებმა" "ოცნების" წევრებს მას შემდეგ დაუსვა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც მდინარაძის აშშ-ში 4 დღიან ვიზიტზე იყო საუბარი. განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ ვის შეხვდა სუს-ის ხელმძღვანელი. უწყებას არც შეხვედრის რაიმე დამადასტურებელი ფოტო არ გაუვრცელებია.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სუს-ის განცხადებაში მოცემულია, თუ რა იყო მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტის მიზანი, საფუძველი და შინაარსი - "ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში მოცემულია, რა იყო ვიზიტის მიზანი, საფუძველი და რა იყო შინაარსი. ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას, განსაკუთრებით რეგიონის გამოწვევების გათვალისწინებით, რათა უსაფრთხოების თვალსაზრისით ორივე ქვეყნის ინტერესების განხორციელება იყოს უზრუნველყოფილი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-სა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს გლობალურად არსებობს და იმ პოლიტიკის ფონზე, რომელსაც აშშ ატარებს, რომ შეამციროს კონფლიქტები და უზრუნველყოს მშვიდობიანი განვითარება. ჩვენი საქმიანი და სამსახურებრივი ურთიერთობები მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, თავდაპირველად მამუკა მდინარაძის შტატებში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გახრიას პარტიის წევრებმა გაავრცელს და თქვეს, რომ "სუსის შეფს შტატებში ივანიშვილი შიკრიკად გზავნიდა".