რეჟიმს არ სურს გამოტყდეს, რომ ისინი შტატებში დაბარებული სავარაუდოდ ყურის ასაწევად იყვნენ - გეგელია მდინარაძის ვიზიტზე

11.02.26 14:05
რეჟიმს არ სურს გამოტყდეს, რომ ისინი შტატებში დაბარებული სავარაუდოდ ყურის ასაწევად იყვნენ - გეგელია მდინარაძის ვიზიტზე

რეჟიმს არ სურს გამოტყდეს, რომ ისინი შტატებში დაბარებული სავარაუდოდ ყურის ასაწევად იყვნენ - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტს.

გეგელიას თქმით, მთავარი, რაც ახლა ხალხს აინტერესებთ, არის აღდგება თუ არა ის სტრატეგიული პარტნიორობა შტატებთან, რაც "ოცნების" პოლიტიკის გამო შეწყდა. 

თავად ის გარემოება, რომ მდინარაძის ვიზიტს უარყოფდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში, აჩვენებს იმას, რომ ქოცურ რეჟიმს არ სურს გამოტყდეს იმაში, რომ ისინი არიან დაბარებული სავარაუდოდ და მაღალი ალბათობით ყურის ასაწევად. მთავარი, რაც ქართველ ხალხს დღეს აინტერესებს, არის აღდგება თუ არა ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც შეწყდა შეწყდა ქოცების ქოცობის გამო 2024 წელს და პასუხი ამაზე არის, რომ ამჟამინდელი პოლიტიკის პირობებში, ეს სტრატეგიული პარტნიორობა არ აღდგება და ვერ აღდგება. ეს არის მთავარი ჩვენი მოსახლეობისთვის. დანარჩენი ახლა, რატო იყო იქ მდინარაძე და იყო თუ არა , მე ვფიქრობ არის მეორადი მნიშვნელობის", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

მსგავსი სიახლეები