თეიმურაზ კუპატაძე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღარ არის
თეიმურაზ კუპატაძე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღარ არის - მას თანამდებობაზე გიორგი ალადაშვილი შეცვლის.
რაც შეეხება კუპატაძეს, ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გადაიყვანეს და დღეიდან ვაჟა სირაძის მოადგილე იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს, მან აღნიშნულ თანამდებობაზე თეიმურაზ კუპატაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრმა წარუდგინა. გეკა გელაძემ, გიორგი ალადაშვილთან ერთად დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
გიორგი ალადაშვილს ამ დრომდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ეკავა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.