ღარიბაშვილის ოჯახი, ივანიშვილის გინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

11.02.26 17:25
ღარიბაშვილის ოჯახი, ივანიშვილის გინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ივანიშვილის გინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს. 

ალექსანდრე თამაზაშვილის მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ამჟამად დაკავებულმა ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილი „უხამსად მოიხსენია“.
 

მისივე სიტყვებით, ჩანაწერი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, "ფაბრიკაციაა".

სხვადასხვა სოციალურ ქსელში , ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია. რომელიც , უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში. ეს აბსურდი “აწყობილია” ქვეყნიდან გაქცეულ და სამშობლოს მოღალატეობრივ საქმიანობაში “გაწრთვნილ” ვინმე შაიშმელაშვილის გამოგონილ ისტორიაზე : თითქოს სადღაც სუფრაზე , ირაკლიმ უხამსად მოიხსენია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ამ სიცრუის “გასამაგრებლად” გამოიყენეს , ზემოთ აღნიშნული 2012 წელს გავრცელებული სატელეფონო საუბრის ფაბრიკაცია!"- წერს თამაზაშვილი. 

მსგავსი სიახლეები