ნინო წილოსანი: როცა ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით მივდიოდით, ვიზებს ვიღებდით

11.02.26 18:17
ნინო წილოსანი: როცა ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით მივდიოდით, ვიზებს ვიღებდით

ნინო წილოსანი ადასტურებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტის დროს, "ქართული ოცნების" ლიდერებს ვიზის აღება უწევთ. 

" ვერანაირი ვიზებით ვერ დაგვაშანტაჟებენ" - აცხადებს დეპუტატი.

"ქართული ოცნების" წევრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას გამეეხმაურა. 

ეს დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული და მიღებული - და როცა ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით მივდიოდით, ვიზებს ვიღებდით. ამიტომ, ვერანაირი სკანდალი ვერ გამოგივიდათ, ეს უკვე კარგად ცნობილი ფაქტია. და მეორე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი დაშანტაჟება ვერანაირი ვიზებით ვერ მოხდება"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები