"ოცნებაში" ჰელსინკის კომისიის სხდომას "სამარცხვინო", მომხსენებელს კი "გაფუჭებული და მავნებელი" უწოდეს
"როგორც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით, ეს იყო სამარცხვინო სხდომა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა და აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.
ლევან მაჭავარიანმა მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორს, ლორა თორტონს "ყოვლად გაფუჭებული და მავნებელი ქალბატონი" უწოდა.
რა თქმა უნდა, ეს იყო სამარცხვინო სხდომა, როგორც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით, სხვათა შორის, კონგრესმენები და სენატორები არ დაესწრნენ.
ქალბატონი ლორა თორტონი, მომხსენებელი, რომელიც გამოირჩევა ბატონი ტრამპის მიმართ ძალიან შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ლორა თორტონი, რომელმაც გადასცა გზამკვლევი რადიკალურ ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებამდე, რომ თუ ისინი წააგებდნენ არჩევნებს, მაინც პროტესტი უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო დაპირისპირებაში. ყოვლად გაფუჭებული და მავნებელი ქალბატონი, რომელიც რაღაც აბსურდზე საუბრობდა.
ჩვენ ვერანაირი სანქციებით ვერ გვაშანტაჟებენ და ყველაზე ნათელი მაგალითია, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს ომის დაწყებიდან სულ რაღაც 2-3 კვირაში დე ფაქტო სანქციები შეეხო და წვდომა შეუჩერეს რამდენიმე მილიარდ დოლართან და ამან ვერანაირი გავლენა ვერ იქონია ვერც ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ვერც "ქართულ ოცნებაზე" - თქვა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე ბრიფინგი გაიმართა, სახელწოდებით - "ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა".
- "რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი, ივანიშვილი" - ლორა თორტონის გამოსვლა ჰელსინკის კომისიაზე
- "ოცნება" არასტაბილურობის წინაშე იქამდე იქნება, ვიდრე სამართლიანი პოლიტიკური პროცესისთვის მზადყოფნას არ გამოხატავს" - ოლესია ვართანიანი
- კლერ კაისერი: კავკასიაში ენერგიულ ამერიკულ პოლიტიკაში ცხადად არ არის საქართველო, მისმა მთავრობამ რეგიონში გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე უარის თქმა გადაწყვიტა