თენგიზ შარმანაშვილი: აშშ-ის ჰელსინკის კომისია არასერიოზულია
"ქართული ოცნების" წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, აშშ-ის ჰელსინკის კომისია "არასერიოზულია".
ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრმა პერფორმანსი და უმსგავსობა უწოდა, გუშინ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ გამართულ ბრიფინგს.
მისი თქმით, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორტონი არასერიოზული ადამიანია და მნიშვნელობა არ აქვს ის რას იტყვის.
ლორა თორტონმა მარტა კოსსაც კი გადააჭარბა. იმდენად არასერიოზულია და იმდენად სკანდალურ სიტუაციაში გაეხვა თვითონ ეს ჰელსინკის კომისია, ბოლოდროინდელი მხილებებიდან გამომდინარე, უკვე სენატორებმა და კონგრესმენებმაც კი, ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმაც კი ვერ მოიცალეს, რომ მისულიყვნენ იქ და მხარი დაეჭირათ ვთქვათ ამნაირი პერფორმანსებისთვის. პერფორმანსი ძალიან რბილად არის ნათქვამი ამ უმსგავსობისათვის, რაც იქ ხდებოდა.
რა მნიშვნელობა აქვს ლორა თორტონი რას იტყვის, ეს არის არასერიოზული ადამიანი, რომელიც აანონსებს საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლას.
ბიძინა ივანიშვილმა იმდენი გააკეთა საქართველოსთვის, რომელიც არ ვიცი, ეტყობა თანამედროვეები ვერ შევაფასებთ," - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე ბრიფინგი გაიმართა, სახელწოდებით - "ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა".
- "რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი, ივანიშვილი" - ლორა თორტონის გამოსვლა ჰელსინკის კომისიაზე;
- "ოცნება" არასტაბილურობის წინაშე იქამდე იქნება, ვიდრე სამართლიანი პოლიტიკური პროცესისთვის მზადყოფნას არ გამოხატავს" - ოლესია ვართანიანი;
- კლერ კაისერი: კავკასიაში ენერგიულ ამერიკულ პოლიტიკაში ცხადად არ არის საქართველო, მისმა მთავრობამ რეგიონში გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე უარის თქმა გადაწყვიტა.