თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ და მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

26.03.21 19:04
თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ და მოადგილემ თანამდებობები დატოვეს


თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ჯანელიძემ და მოადგილემ, ნოდარ ფანჩულიძემ, თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვეს.

როგორც ნინო ჯანელიძე განმარტავს,  მისი თქმით, წასვლის მიზეზი არ არის დაპირისპირება, ის რჩება გუნდში, საკრებულოს რიგით წევრად. თერჯოლის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ აღარ სურს აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა.

ნინო ჯანელიძე საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წელს დაინიშნა. ის თერჯოლა-ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, კადრი იყო. მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თერჯოლის მერთან, რომელიც მამუკა მდინარაძის პროტეჟეა.

ოპოზიციის მტკიცებით, სწორედ მათ შორის არსებულ დაპირისპირებას შეეწირა თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თანამდებობა.