ბრიუსელი: "საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გზას ზურგს აქცევს“

13.02.26 18:20
ბრიუსელი: "საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გზას ზურგს აქცევს“

საქართველოს ხელისუფლება ზურგს აქცევს ქვეყნის ევროკავშირის გზას, - ასე აფასებენ ბრიუსელში "ქართული ოცნების" მიერ საკანონმდებლო პაკეტში შესატან ცვლილებებს. ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, მიმდინარე პროცესები სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოს მიერ აღებული ევროპული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ბრიუსელში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, წარმოდგენილი ინიციატივები ქმნის რისკს, კიდევ უფრო შეიზღუდოს მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პლურალიზმის სივრცე.

ბრიუსელში ასევე მიუთითებენ, რომ რეაგირების მექანიზმები ეტაპობრივია და დამოკიდებულია მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებები მიღებული იქნება "ქართული ოცნების" ხელისუფლების ქმედებებისა და ქვეყნის დემოკრატიული კურსის შეფასების საფუძველზე.

შემოთავაზებული ცვლილებები აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მდელობების უფრო მეტ ესკალაციას, მკვეთრად შეზღუდოს ქვეყნის სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცე. ევროკავშირის ელჩმა ევროკავშირის წუხილი პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებას გაუზიარა. თუ ეს ზომები მიღებული იქნება, ეს კიდევ უფრო ჩაახშობს ძირითადად დემოკრატიულ თავისუფლებებს. ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ უფლებებს, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ეს კიდევ ერთი დემონსტრირება იქნება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ზურგს აქცევს ქვეყნის ევროკავშირის გზას. 

რაც შეგვეხება ჩვენ, ევროკავშირის ყოველთვის გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას. საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ გზას უნდა დაუბრუნდეს. სანქციების თვალსაზირით, ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს რეაგირებაში და ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება განსახილველად. ჩვენ დავაქვეითედ ჩვენი პოლიტიკური კონტაქტები, შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლებისთვის დახმარების გაწევა და შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა ქართველი დიპლომატებისთვის, ოფიციალური პირებისთვის და მათო ოჯახებისთვის, - განაცხადეს ბრიუსელში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ბოჭორიშვილის მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე გრანტების შესახებ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტზე ისაუბრეს.