სახდეპი ივანიშვილის გუნდისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვს - როგორ გაიგეს შტატების გზავნილი "ოცნებაში"

13.02.26 20:34
სახდეპი ივანიშვილის გუნდისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვს - როგორ გაიგეს შტატების გზავნილი "ოცნებაში"

ოფიციალური ვაშინგტონის გზავნილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით პასუხშია ნათქვამი, რომელიც „ნეტგაზეთს“ გაეგზავნა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, აშშ მუშაობს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა დამოკიდებულია კონკრეტულ ქმედებებზე და დემოკრატიული სტანდარტების დაცვაზე.

გზავნილში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლებისგან ურთიერთობების აღდგენის მკაფიო მზაობას ელოდება, რაც პრაქტიკულ ნაბიჯებში უნდა გამოიხატოს.

აშშ-ის პოზიციის თანახმად, აუცილებელია:

  • ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის შეჩერება
  • ანტიამერიკული რიტორიკის დასრულება
  • დეზინფორმაციასთან ბრძოლა
  • ადამიანის უფლებების დარღვევების შეწყვეტა
  • პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი ამერიკა–საქართველოს შორის სრულფასოვანი დიალოგი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე.

განცხადებას პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა. კრიტიკოსების თქმით, დოკუმენტი ეწინააღმდეგება იმ ნარატივს, რომლის შექმნასაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბოლო დღეებში ცდილობდნენ. ივანიშვილის გუნდის წევრები მარკო რუბიოსა და ჯეი დი ვენსთან გადაღებული ფოტოებით აქტიურად პოზირებდნენ და აცხადებდნენ, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესი მიმდინარეობს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.