დაიწყო თუ არა ივანიშვილმა ვაჭრობა გრანტების კანონით - ერთი შეხვედრის ორი განსხვავებული გზავნილი
ერთი საათის ინტერვალით გავრცელებული ორი ოფიციალური განცხადება ერთსა და იმავე შეხვედრას ეხება, თუმცა განსხვავებულ შინაარსს შეიცავს.
ევროკავშირის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა ითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ელჩმა გააფრთხილა, რომ გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილმა ცვლილებებმა შესაძლოა საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების საქმიანობა სერიოზულად გაართულოს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში კი აღნიშნული გზავნილი არ ფიგურირებს. უწყება ყურადღებას საკუთარ პოზიციაზე ამახვილებს და ევროკავშირს ყულევის საკითხზე სანქციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
დახურული შეხვედრის შემდეგ ივანიშვილის გუნდის პოზიცია საჯაროდ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააჟღერა. მან დაადასტურა, რომ ყულევის ქარხნის შესაძლო სანქცირების საკითხი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანია.
მოგვიანებით, ბრიუსელიდან გავრცელებულ შეფასებაში აღინიშნა, რომ გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ეწინააღმდეგება იმ პრინციპებსა და სტანდარტებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა ასევე უპასუხეს საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას ყულევის თემაზე და აღნიშნეს, რომ რეაგირების ყველა შესაძლო ზომა განხილვის საგნად რჩება.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.