ბოჭორიშვილმა იცრუა, რომ თითქოს საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ყველა მეგობართან - აქუბარდია

14.02.26 13:14
ბოჭორიშვილმა იცრუა, რომ თითქოს საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ყველა მეგობართან - აქუბარდია

 

 

თეონა აქუბარდია "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას "დაბალი დონის გამსოვლას" უწოდებს და ამბობს, რომ მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს ევროპულ გზაზე საერთოდ არ უაუბრია.

აქუბარდიას თქმითვე, ბოჭორიშვილმა იცრუა, რომ თითქოს საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ყველა მეგობართან.

რა თქმა უნდა, მას არ უსაუბრია საქართველოს ევროპულ გზაზე, რომლითაც ხალხს ატყუებენ სახლში, თუმცა გარეთ არარ ამბობენ ამ კონსტიტუციურ არჩევანზე. რა თქმა უნდა, მან იცრუა, რომ თითქოს საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ყველა მეგობართან. თავად მაკა ბოჭორიშვილის რეჟიმის დამსახურებით არის ის სტრატეგიული მოშლილი პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ევროკავშირის ყველაზე დიდ მნიშვნელოვან ქვეყნებთან გვქონდა, თავი რომ დავანებოთ შეერთებულ შტატებს.  შესაბამისად, ეს იყო ძალიან დაბალი დონის გამოსვლა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებდა იმას, თუ რატომ გაუშვა ირაკლი კობახიძემ მაკა ბოჭორიშვილი", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.