ბოჭორიშვილს ჰგონია, რომ დაწყებითი კლასის ბუნების მასწავლებელია და მსოფლიო ელიტას გეოგრაფიაზე უტარებს გაკვეთილებს - დათუნაშვილი

14.02.26 14:20
ბოჭორიშვილს ჰგონია, რომ დაწყებითი კლასის ბუნების მასწავლებელია და მსოფლიო ელიტას გეოგრაფიაზე უტარებს გაკვეთილებს - დათუნაშვილი

ბოჭორიშვილს ჰგონია, რომ დაწყებითი კლასის ბუნების მასწავლებელია და მსოფლიო ელიტას გეოგრაფიაზე უტარებს გაკვეთილებს - ასე ეხმაურება "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსხვლას მიუნხენის კონფერენციაზე "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი.

დათუნაშვილის თქმით, ღია ეკონომიკაზე ლაპარაკობს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც პარლამენტში ფასების კომისია აქვს შექმნილი და ციხეში კორუფციის ბრალდებით ყოფილი მაღალჩინოსნები ჰყავს დაკავებული. 

საგარეო საქმეთა მინისტრს რატომღაც ჰგონია, რომ დაწყებითი კლასის ბუნების მასწავლებელია და საქართველოს გეოგრაფიულ მდგომარეობაზე უნდა ელაპარაკოს მსოფლიო ელიტას და რაღაც გაკვეთილები ჩაუტაროს გეოგრაფიის. ლაპარაკოს ღია ეკონომიკაზე იმ ქვეყნის წარმომადგენელი, როემლსაც ამ წუთებში პარლამენტში ფასების კონტროლის კომისია აქვს შექმნილი, რომელიც ატერორებს პირდაპირი გაგებით ქართულ ბიზნესს. კორუფციისთვის დაკავებულია ქვეყნსი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვსი მინისტრი. ამ გზას გაყოლილია ნახევარი მინისტრთა კაბინეტი.  ამ ხელისუფლებას წარმოადგენს (ბოჭორიშვილი) და ლაპარაკობს ღია ეკონომიკაზე და საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე. აი აქამდე დავეცით", - ამბობს თაზო დათუნაშვილი.