ჯანაშია კობახიძეს: "ეს თუ არ იცით - ესე იგი თქვენ არ გისწავლიათ IX - X კლასის სამოქალაქო განათლების პროგრამა"
"ეს თუ არ იცით - ესე იგი თქვენ არ გისწავლიათ IX - X კლასის სამოქალაქო განათლების პროგრამა" - ასე მიმართა სიმონ ჯანაშიამ "ქართული ოცნბის" პრემიერ მინისტრს.
განცხადება ჯანაშიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ირაკლი კობახიძემ პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი გააკრიტიკა:
- ირაკლი კობახიძე: "რეფორმის საჭიროებასთან დაკავშირებით, გამოწვევებთან დაკავშირებით არგუმენტები უბრალოდ არ აქვთ. პირველ გამოსვლაში 0 არგუმენტი ჰქონდათ. ხომ იცით არგუმენტი რა არის? ბატონმა სიმონ ჯანაშიამ თქვა, რომ დებატებსა და დისკუსიას ვერ არჩევენო და არც ირჩევა დებატები და დისკუსია - დებატები არის დისკუსიის ერთ-ერთი ფორმა"
- სიმონ ჯანაშია: "არა - დისკუსიის მიზანი არის, რომ ადამიანები საკითხში გაერკვნენ და დებატების მიზანი არის, რომ მოიგო. ეს თუ არ იცით - ესე იგი თქვენ არ გისწავლიათ IX - X კლასის სამოქალაქო განათლების პროგრამა"
განცხადებები განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ დებატებზე „ტვ იმედის“ ეთერში გაკეთდა.