არცერთი სიტყვა რუსეთსა და ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე - ოპოზიცია მაკა ბოჭორიშვილს აკრიტიკებს

15.02.26 20:38
არცერთი სიტყვა რუსეთსა და ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე - ოპოზიცია მაკა ბოჭორიშვილს აკრიტიკებს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს წელს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი წარმოადგენდა. ღონისძიებაზე, სადაც წარსულში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოდიოდა, ბოჭორიშვილმა ყურადღება ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა.

მის გამოსვლაში რუსეთისა და ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული საკითხები ფართოდ არ გაჟღერებულა. ოპოზიციამ მინისტრის სიტყვა ზოგადად და უშინაარსოდ შეაფასა. ვიზიტის ამსახველ მასალებში კი ძირითადად დერეფნებში გადაღებული ფოტოები ვრცელდება, სადაც ბოჭორიშვილი ევროპელ ლიდერებს ესალმება.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.