ბანკი, რომელიც ბანკი არ არის - რატომ ქმნის "ოცნება" ახალ ფინანსურ ინსტიტუტს?
რა მიზნით იქმნება სახელმწიფო ეკონომიკის განვითარების ბანკი - საჯაროდ ცნობილია, რომ ახალი ინსტიტუტი რამდენიმე სტრუქტურის გაერთიანებით ჩამოყალიბდება, მათ შორის „საპარტნიორო ფონდისა“ და პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, ინიციატივა რისკებთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, ბანკი სესხებს გასცემს, თუმცა ეროვნული ბანკის რეგულაციებს სრულად არ დაექვემდებარება, რაც, მისივე შეფასებით, ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ კითხვებს აჩენს.
ალავიძე ყურადღებას ამახვილებს დაფინანსების შესაძლო წყაროებზეც. ეკონომისტების ნაწილის ვარაუდით, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება საპენსიო ფონდი, სადაც უკვე მილიარდობით ლარია აკუმულირებული.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ახალი უწყების ფუნქციებსა და საქმიანობის მოდელთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებებია საჭირო.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.