კონკრეტული ფორმულირება არავის მოგვისმენია - შარმანაშვილი ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე
პარლამენტში გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ. როგორც ირკვევა, “ოცნების“ წევრებმაც არ იციან, როგორ განისაზღვრა ნორმა, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდება იმ პირებისთვის, რომლებიც არ აღიარებენ მათ ლეგიტიმაციას.
თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ კონკრეტული ფორმულირება საკანონმდებლო პაკეტის არ მოუსმენია და მომხსენებელმა დღეს უნდა წარადგინოს.
კონკრეტული ფორმულირება არავის მოგვისმენია, მომხსენებელმა დღეს უნდა წარადგინოს კომიტეტის სხდომაზე, ამიტომ ახლა წინასწარ გითხრათ, რა ფორმულირებით მოიტანს, ვერ გეტყვით, თუ რამე კითხვა გაგვიჩნდება ამის თაობაზე, იქვე დავუსვამთ და თუ რამეს ჩავთვლით, რომ უკეთესად შეიძლება იყოს ფორმულირებული და კითხვები ნაკლები იყოს, რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებასაც გამოვთქვამთ, მაგრამ ფაქტი ერთია, დღეს იქნება კანონმდებლობა საქართველოს პოლიტიკური სივრცის და საქართველოს დაცვა ექსტრემიზმისგან და ის არანაირად არ უნდა იყო კონფლიქტში გამოხატვის თავისუფლებასთან და დარწმუნებული ვარ, ამ კანონმდებლობით, ეს მიღწეული იქნება,- განაცხადა შარმანაშვილმა.