სუს-მა გასცა პასუხი - კობახიძე არ პასუხობს კითხვას, რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს აქციებზე

16.02.26 13:39
სუს-მა გასცა პასუხი - კობახიძე არ პასუხობს კითხვას, რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს აქციებზე

საიას მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ "ოცნების" პრემიერი ისევ ირწმუნება, რომ საზოგადოებაში BBC-ის სკანდალურ რეპორტაჟთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს.

ირაკლი კობახიძე გავლენიან გამოცემას ისევ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ სუს-ის გამოძიებამ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. 

ყველამ დაინახა, რომ BBC-ში გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე, მათ უკვე მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, არ ვხვდებით კონკრეტულ სარჩელშიც არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით. ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა ტელეკომპანია BBC-მა, რომელიც თავის დროზე, გამოირჩეოდა მაღალი რეპუტაციით. საერთოდ არ აინტერესებთ არც BBC-ის რეპუტაცია და არც არაფერი. ჩვეულებრივად მზად არიან, ნებისმიერი უხეში სიცრუე და ტყუილი გაავრცელონ, - ამბობს კობახიძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ნივთიერება იქნა გამოყენებლი მომიტინგეების წინააღმდეგ 4-5  დეკემბერს, კობახიძე კონკრეტულად ვერ პასუხობს. 

დეტალური ინფორმაცია იყო გავრცელებული იმასთან დაკავშირებით თუ რა ნივთიერებას შეიცავდა. სუს-მა ჩაატარა ბრიფინგი და დეტალურად გააცნო ეს ინფორმაცია საზოგადოებას. მეორე, ცრემლდენი საშუალებების გამოყენება, ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა ძალიან ბევრ დემოკარტიულ ქვეყანაში. მკაფიოდ ითქვა, რომ საერთაშრისო დონეე აკრძალული არცერთი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული შეკრების დაშლის დროს, ყველაფერი დანარჩენი არის ტყუილი, - ამბობს კობახიძე. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იწყებს სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებების გამოყენების შედეგად დაზიანდნენ. თამარ ონიანის თქმით, ორგანიზაცია შესაბამისი კომუნიკაციით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს.