მგრძნობიარე თემაა - კობახიძე მდინარაძის აშშ-ში ვიზიტზე
"მგრძნობიარე თემაა, კონკრეტიკაში ვერ შევალ"- ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტზე დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, ეს ვიზიტი "უსაფრთხოებას უკავშირდება და არ არის მიზანშეწონილი ყველა დეტალის გარეთ გამოტანა".
მას ჰქონდა მაღალ დონეზე მნიშვნელოვანი შეხვედრა. ეს შეხვედრაც გვინარჩუნებს ჩვენ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან. დანარჩენი, ჩვენ მოთმინებით დაველოდებით მოვლენების განვითარებას" - თქვა კობახიძემ.
სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე შტატებში 7-10 თებერვალს იმყოფებოდა. ვის შეხვდა და რა საკითხზე უცნობია.