კობახიძე პასუხობს კითხვას, შეეხება თუ არა “ოცნების“ კანონი სალომე ზურაბიშვილს
შეეხება თუ არა "ქართული ოცნების" დაანონსებული დაჭერები სალომე ზურაბიშვილს? - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ივანიშვილის გუნდმა კანონპროექტში ჩაამატა მუხლი, რომელიც “სამ წლიანი ციხეს ითვალსწინებს იმ პირებისთვის, ვინც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად საკუთარი თავს თვითნებურად, ან საჯაროდ წარმოაჩნეს.“
აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა პირველად ირაკლი კობახიძეს მოუწია. მან “პირველებს“ უთხრა, რომ “გვარებზე ვერაფერს იტყვის, რადგან გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებები იღებენ.“
მე ვერცერთ გვარზე ვერაფერს გეტყვით, გვარებთან გადაწყვეტილებებს იღებს, როგორც მოგეხსენებათ, შესაბამისი უწყება, საბოლოო ჯამში,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ დასძინა, რომ სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს
სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედება ჩადიან, შესაბამისად, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტკოსს და არაპოლიტიკოსს, -თქვა მან.