რას ამბობს "ოცნების" ლიდერი რუსეთის შეთავაზებაზე
მიმდინარეობს თუ არა თუნდაც არაოფიციალური მოლაპარაკებები რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე? ეს კითხვა დღის წესრიგში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ რუსულ მედიასთან გაკეთებული განცხადების შემდეგ დადგა.
"ოცნების" პრემიერი "პირველების" კითხვის საპასუხოდ ირწმუნება, რომ მსგავს მოლაპარაკებებს ადგილი არ აქვს. ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ამ კუთხით რაიმე სიახლე იქნება, ეს დამალული არ დარჩება.
ჩვენ არ გვქონია ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია, ეს შემიძლია, გითხრათ. დანარჩენი არ ვიცი. თუ რაიმე სიახლე იქნება ამ მიმართულებით, ჩვენ თვითონ წარვადგენთ..., - ამბობს კობახიძე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი კვლავ საუბრობს საქართველოსთან ურთიერთობების „ურთიერთსასარგებლო“ პერსპექტივაზე, თუმცა მისი განცხადებები ისევ იმ ნარატივებს იმეორებს, რომლებსაც მოსკოვი წლებია ავრცელებს - დასავლეთის კურსის დისკრედიტაცია და პასუხისმგებლობის თბილისზე გადატანა.
ТАСС-თან ინტერვიუში გალუზინი ამტკიცებს, რომ რუსეთ-საქართველოს კავშირები „ბუნებრივ ხასიათს“ ატარებს.