კობახიძე რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად ალექსანდრე წულაძის დანიშვნაზე პირველ კომენტარს აკეთებს

16.02.26 15:13
კობახიძე რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად ალექსანდრე წულაძის დანიშვნაზე პირველ კომენტარს აკეთებს

ირაკლი კობახიძე რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად ალექსანდრე წულაძის დანიშვნაზე პირველ კომენტარს აკეთებს. "ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ წულაძე გამოცდილი კადრია და აღნიშნავს, რომ მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში არსებობს.

გამოცდილი ადამიანია, იყო განათლების მინისტრი და მივიღეთ. არსებობს ასეთი შემთხვევები მსოფლიოში, თქვენ იცით, რომ არსებობს პოლიტიკური წესით ელჩის ან ელჩთან გათანაბრებული პირის გამწესების პრაქტიკა. არის ოფიციალრი მისია, რაც არის. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ოფიციალური სავაწრო ურთიერთობები, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. ამ მოცემულობის გათვალისწინებით იმუშავებს სექცია რუსეთის ფედერაციაში, - ამბობს კობახიძე. 

"ქართულმა ოცნებამ"  რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად ალექსანდრე წულაძე დანიშნა.

ფაქტი "შაბათის ეთერს" მაკა ბოჭორიშვილმა დაუდასტურა და თქვა, რომ გადაწყვეტილება მან და ირაკლი კობახიძემ მიიღეს.

ლექსანდრე წულაძემ ამ პოსტზე მამუკა მერკვილაძე ჩაანაცვლა. საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, მერკვილაძეს ახლო კავშირი ჰქონდა, ყოფილი გენპროკურორ, ძებნილი ოთარ ფარცხალაძეთან და სუს-ის ექს შეფთან, გრიგოლ ლილუაშვილთან. [მერკვილაძე ლილუაშვილის მეჯვარეა].

მსგავსი სიახლეები